суббота, 20 декабря 2008 г.

პროექტის სახელი: მრავალეროვანი საქართველო
პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, ოსების ადათ-წესების შესწავლა და შედარება ქართულ ტრადიციებთან.
პროექტის სრული აღწერა: საქართველო პოლოეთნიკური სახელმწიფოა. ასეთ პირობებში საერთო სახელმწიფოებრივი ერთობისა და აზროვნების ჩამოსაყალიბებლად ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ უმცირესობებთან მუდმივი, ურთიერთდამაახლოებელი ურთიერთობები კულტურული, პოლიტიკური, სოციალური, სპორტული, საგანმანათლებლო თუ სხვ. ღონისძიებების სახით. ასეთ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ეთნოსებთან, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზით პროვოცირებულმა ეთნოკომფლიქტებმა ხანგრძლივი ხასიათი მიიღო და რამაც თავის მხრივ ეთნიკურ ურთიერთობებში გაუცხოების და მარგინალიზაციის პროცესების დაწყებას შეუწყო ხელი.
საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ხალხისა და სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. ამ ხნის მანძილზე სავსებიt ბუნებრივია მათი კულტუროლოგიური ასიმილაცია ქართველებთან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ადათ-წესები და ტრადიციები აღარ აქვთ. საკუთრივ ოს ეთნოსზე აქცენტის გაკეთება კი ქართულ-ოსურმა პრობლემამ განაპირობა.
მონაწილეთა ასაკი|კლასები: X კლასი
ვადები|ხანგრძლივობა: 3 თვე, 2009-2010
პროექტის განხორციელების გეგმა: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
  • ოსური ტრადიციების და ადათების შესახებ ლიტერატურის მოძიება (ამ ამოცანის განსახორციელებლად ორი მოსწავლე იმუშავებს საჯარო ბიბლიოთეკაში, ორი მოსწავლე ეთნოგრაფიული მუზეუმის ბიბლიოთეკაში).
  • ქუთაისში არსებულ ოსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა (ამ ამოცანის განსახორცილებლად ოთხი მოსწავლე ოსური ორგანიზაციის დახმარებით შეხვდება ქალაქში მცხოვრებ ოსებს და მოიძევს პროექტისთვის საჭირო ინფორმაციას).
  • კვლევითი ექსპედიციის მოწყობა შიდა ქართლში, ერთ ან ორ სოფელში, (ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებს გუნდის ყველა წევრი. განხორციელდება შეხვედრები ეთნიკურ ოსებთან და საჭირო ინფორმაციის მოპოვება).
  • ფილმის შექმნა ოსური ტრადიციებისა და ადათების შესახებ (ექსპედიცის ფარგლებში დაგეგმილია ფილმის გადაღება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გუნდის ყველა წევრი). ფილმში აისახება ოსებში დღემდე შემორჩენილი ტრადიციული რიტუალები, მათი მონათხრობი ცალკეულ ადათ-წსებზე.
  • პოპულარიზაცია (საქართველოს მოსახლეობისათვის ეთნიკური ოსების ადათ-წესების და ტრადიციების გაცნობის მიზნით იგეგმება ფილმის ჩვენება პირველ არხზე, კინოთეატრ “სულიკოში", DVD დისკები დაეგზავნება ქუთაისის ყველა საჯარო სკოლას, რესურს ცენტრს.
პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ადათ-წესების და ტრადიციების შესწავლა და მათი გაცნობა საქართველოს მოსახლეობისათვის. გვინდა გავარკვიოთ რამდენად ფართოდაა იგი შემონახული, როგორც მათ მიერ შედარებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში (შიდა ქართლის ნაწილი), ისე საკუთრივ ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ოსებში. რამდენად მოხდა მათი ქართულ ტრადიციებთან შერწყმა, რა არის ის ძირეული სხვაობა (თუ არსებობს), რაც საუკუნეებმა ვერ მოსპო, თუ გაჩნდა თანაცხოვრების შედეგად რაიმე წესი, რაც ტრადიციად იქცა და სხვ.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ოსური ტრადიციების პოპულარიზაციას საქართველოში, ეს კი თავის მხრივ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და კვლევის უნარის გამომუშავებას.
პროექტის მნიშვნელობა და გამოყენებითი ხასიათი: პროექტი გააჩენს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ინტერესს საქართველოში მცხოვრები ასევე სხვა ეთნიკური უმცირესობის ადათებისა და ტრადიციების შესწავლისადმი, რაც მათ სხვადასხვა ეთნოსის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს იმ ბარიერის დაძლევას, რაც აშკარად თუ ქვეშეცნეულად მაინც არსებობს ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობაში.
ქართული სახელმწიფო განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაინტერესებულია საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ინტეგრირებით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესებში. ამ პოლიტიკას კი დასაყრდენი უნდა ჰქონდეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით მომავალ თაობაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა-ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება.
ისტორია: ისტორიულ წყაროებში ოსური ტრადიციებისა და ადათების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, რაც ხელს შეუწყობს კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას.
გეოგრაფია: ოსების განსახლების არეალის, გეოგრაფიული მდებარეობის და ქართულ-ოსური საერთო გეოგრაფიული გარემოს გარკვევა.
ქართული ენა-ლიტერატურა: ლიტერატურულ ძეგლებში (პროზა, პოეზია), (როგორც ქართული, ისე ოსურიდან ნათარგმნი), დაცული ოსური ადათ-ჩვეულებების მიგნება და საჭირო ცნობების ამოკრება. ასევე ქართულ და ოსურ ენებში, საუკუნეების თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი (თუ არსებობს) საჭირო ტერმინების და სახელწოდებების მოძიება.
სამოქალაქო განათლება: ეროვნული უმცირესობის, ოსების, ქართულ საზოგადოებაში ადგილის, როლის, ინტეგრაციის დონის გამოკვლევა.
ხელოვნება: ცნობების მოძიება ოსური ხელოვნების ძეგლებზე (როგორც საერო, ისე საკულტო ხასიათის) და შედარება ქართულთან მსგავსების და განსხვავების დასადგენად, ალბომის შედგენა.
პროექტის რესურსები: ვიდეოკამერა გამოყენებული იქნება ფილმის გადასაღებად, ფოტოაპარატით ფირზე აღიბეჭდება ტრადიციული რიტუალების ცალკეული დეტალები, მასში გამოყენებული სხვადასხვა ნივთები, პიროვნებები და სხვა მასალა, დიქტოფონით ჩაიწერება საჭირო ინფორმაცია, DVD დისკზე განთავსდება ფილმი.
პროექტის ფასილიტატორი: მაკა ბარაბაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: makabarabadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.etnosi1.blogspot.com